ფილმი გადაღებულია ნამდვილი ისტორიის მიხედვით, რომელიც იაპონიაში 20-იან წლებში მოხდა. ძაღლი ყოველდღე ხვდებოდა და აცილებდა სადგურში თავის პატრონს... მოულოდნელად პატრონი იღუპება, ძაღლი კი, 9 წლის განმავლობაში ყოველდღე, საღამოს 5 საათზე სადგურში მიდის პატრონის დასახვედრად და ელოდება დღის ბოლომდე. იაპონელებმა ძაღლს ძეგლიც კი დაუდგეს ადგილას, სადაც ის პატრონს ელოდა..